Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი "ბავშვთა კოდექსის" ამოქმედების ვადის 3 თვით გადადებას გეგმავს


საქართველოს პარლამენტი "ბავშვთა კოდექსის" ამოქმედების ვადის 3 თვით გადადებას გეგმავს. საკითხი დღევანდელ, 13 მაისის ბიუროს სხდომაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დააყენა.

"ჩვენ, პრაქტიკულად, მთელი სახელმწიფო უწყებები, მათ შორის თვითმმართველობები, ვიყავით მზად, რომ კოდექსი პირველი ივლისიდან ამოქმედებულიყო. როგორც იცით, ბავშვთან იმ ადამიანმა არ უნდა იმუშაოს, ვისაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს", - თქვა კილაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის გამო მხოლოდ ონლაინტრენინგები ჩატარდა და პრაქტიკული ნაწილი ვერ განხორციელდა. სწორედ ესაა მიზეზი, რითაც მან კოდექსის ვადის გადადება დაასაბუთა.

თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს მიიღებს, კოდექსი, პირველი ივნისის ნაცვლად, პირველ სექტემბერს ამოქმედდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG