Accessibility links

კალაძე: მშენებლობა უნდა განხორციელდეს სწორად, რათა არ მივიღოთ ის, რაც სპორტის სასახლის უკანაა


მშენებლობები სპორტის სასახლის უკან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მშენებლობების პროცესში გამწვანების კომპონენტის გათვალისწინება ვალდებულებაა და იგი სათანადოდ უნდა იყოს დაცული ყველა კომპანიის მიერ. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი ცუდი მაგალითია სპორტის სასახლის უკან მდებარე ტერიტორია:

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მშენებლობა უნდა განხორციელდეს, უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორად, უნდა გაკეთდეს ხარისხიანად იმისთვის, რომ არ მივიღოთ ისეთი კონკრეტული უბნები, როგორიც არის, მაგალითისთვის მომყავს, სპორტის სასახლის უკან არსებული ტერიტორია, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზოგადად ქალაქისთვის და პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რათა თბილისში მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას.

„ყველგან, სადაც ვნახულობთ ადგილს და შესაძლებლობას, რომ გავალამაზოთ და გავამწვანოთ, რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებები მიმართულია და ვაკეთებთ ყველაფერს“, - აღნიშნა თბილისის მერმა 13 მაისს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG