Accessibility links

პომპეო ისრაელშია და განიხილავს პანდემიაზე რეაგირებას, ირანის მოქმედებებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 13 მაისს ისრაელში ჩავიდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ისრაელის ახალი მთავრობის წევრებთან შეხვედრების გასამართად საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში ირანის მოქმედებებზე და COVID-19-ის პანდემიაზე.

შეხვედრებზე განხილული იქნება ირანის "დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა რეგიონში, მოქმედებები სირიაში და ჰესბოლასთან დაკავშირებული ასპექტები ლიბანში" - უთხრა გასულ კვირაში ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, დევიდ შენკერმა. მისი თქმით, პომპეო ამ ვიზიტს ახორციელებს იმიტომ, რომ აშშ-სა და ისრაელს "ბევრი აქვთ ერთმანეთისგან სასწავლი, როცა საქმე ამჟამინდელ საფრთხეებს ეხება, იქნება ეს გლობალური პანდემიის თუ რეგიონში ირანის მავნე გავლენის საფრთხე".

შენკერმა დასძინა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში კვლავაც მისდევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იანვარში წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმას. ამ გეგმას დადებითად შეხვდა ნეთანიაჰუ, მაგრამ ის კატეგორიულად უარყვეს პალესტინელებმა. შენკერის თქმით, დანიშნული არ არის პომპეოს მხრიდან კონტაქტი პალესტინის წარმომადგენლებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG