Accessibility links

არჩილ თალაკვაძე სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი კანონპროექტის მომზადებას ითხოვს


პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეებს მოუწოდა, შექმნან სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი კანონპროექტი.

„მინდა, კომიტეტის თავმჯდომარეებს გთხოვოთ, მომდევნო სხდომებზე, პარლამენტში განსახილველად მოამზადოთ ყველა ის კანონპროექტი, რომელმაც შეიძლება, თუნდაც, ერთი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყოს ხელი. ვიცი, რომ კომიტეტები აქტიურად მუშაობენ ამაზე და გთხოვთ, რომ მომდევნო სხდომების სამუშაო პროცესი გავიაზროთ ზუსტად ამ კონტექსტში, სხვა საკითხებთან ერთად, რომ რა შეიძლება პარლამენტმა დამატებით გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ეკონომიკური ფუნქციების აღდგენას, სამუშაო ადგილების აღდგენას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ კუთხით ეფექტური დახმარების გაწევას“, - - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მომდევნო პლენარულ სხდომაზე პარლამენტი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მომზადებულ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს განიხილავს. ამასთან, დაგეგმილია სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა. ცვლილებები შეეხება პენსიის ზრდისა და ინდექსაციის საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG