Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს წარედგინა პანდემიის რეზოლუციის კომპრომისული პროექტი


გაეროს უშიშროების საბჭოს წარედგინა პანდემიის პირობებში მსოფლიოს გარშემო კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შემცველი რეზოლუციის პროექტის ახალი, კომპრომისული ვერსია.

ეს, შესაძლოა, უშიშროების საბჭოში ამ ტექსტზე შეთანხმების ბოლო შანსი იყოს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა უთანხმოება ტექსტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხსენებასთან დაკავშირებით. ჩინეთს სურს, ეს ორგანიზაცია რეზოლუციაში ნახსენები იყოს, აშშ კი ამის წინააღმდეგია.

გასული კვირის მიწურულს პეკინმა და ვაშინგტონმა უარყვეს პასუხისმგებლობა მოლაპარაკების ჩაშლაზე. ეს მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა 23 მარტს გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება.

რეზოლუციის პროექტი 12 მაისს წარმოადგინეს გერმანიამ და ესტონეთმა, რომელიც ამჟამად საბჭოს მორიგე პრეზიდენტია. პროექტი მოიცავს ხუთ მნიშვნელოვან ასპექტს და მოითხოვს "საომარი მოქმედებების ზოგად და მყისიერ შეჩერებას დღის წესრიგში არსებულ ყველა ვითარებაში", - იუწყება სააგენტო "ფრანს პრესი". რეზოლუციის პროექტი გამოდის მოწოდებით, საბრძოლო მოქმედებები ჰუმანიტარული მოსაზრებებით შეჩერდეს სულ მცირე 90 დღით, თანმიმდევრულად, რათა შესაძლებელი გახდეს დახმარების მიწოდება ყველაზე მეტად დაზარალებული ჯგუფებისთვის.

რეზოლუციის მიზანია დახმარება გაეწიოს იმ 20-მდე ქვეყანას, რომლებიც ამჟამად კრიზისში ან საომარ მდგომარეობაში არიან, საიმისოდ, რომ მათ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაზე შეძლონ კონცენტრირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG