Accessibility links

იონათამიშვილი ოპოზიციაზე: არ აქვთ იმედი, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ წარმატების მიღწევა


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციამ დღეს ფაქტობრივად აღიარა, რომ მათთვის მთავარ პრობლემას ამ შეთანხმების პირველი ნაწილი წარმოადგენს. „მათ არ აქვთ იმის იმედი და რესურსი, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ წარმატების მიღწევა. საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ არც 8 მარტს სურდათ შემდგარიყო შეთანხმება და ეს ფაქტობრივად მათი იძულება იყო, მაგრამ, რაც მთავარია, ზუსტად საზოგადოება ხედავს, ვინ ეკიდება ამ პროცესებს მაღალი პასუხისმგებლობით და ვის სურს მუდამ დესტრუქციის შეტანა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა დეპუტატმა.

როგორც იონათამიშვილი ამბობს, ვინც ცდილობს, სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესები ერთმანეთში აურიოს, სწორედ ის ეწინააღმდეგება იმას, რომ „ჩვენი სახელმწიფო ვითარდებოდეს დემოკრატიულად და სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებით“.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად კონსულტაციები ოპოზიციურმა პარტიებმა 13 მაისს განაახლეს. ისინი ითხოვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG