Accessibility links

site logo site logo

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ციხიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ციხიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს კორონავირუსით დაავადების რისკისა და მისი ხანდაზმულობის გამო. ამის შესახებ აშშ-ის პრესა იტყობინება მანაფორტის ადვოკატებზე დაყრდნობით.

მანაფორტი 71 წლისაა. ის 2024 წელს უნდა გამოსულიყო ციხიდან.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ადრე გამოსცა დირექტივა, რომელიც ითვალისწინებს პატიმართა შინაპატიმრობაში გადაყვანას COVID-19-ის ეპიდემიის საფრთხის გამო.

გასული წლის ბოლოს მანაფორტი საავადმყოფოში მოხვდა გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 2020 წლის დამდეგს მან ბრონქიტი გადაიტანა.

2019 წლის მარტში მანაფორტს შვიდ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის დამნაშავედ ცნეს აშშ-ის წინააღმდეგ გარიგებაში მონაწილეობის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერესების უკანონო ლობირებისა და საფინანსო ხასიათის დანაშაულებებისთვის უკრაინაში პოლიტიკურ კონსულტანტად მუშაობისას. მანაფორტმა ბრალი აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG