Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის გამართლებას პროკურატურა გაასაჩივრებს


მოსამართლის გადაწყვეტილებას 6 წლის გოგოს ოჯახის წევრების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას 6 წლის გოგოს ოჯახის წევრების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

საქართველოს პროკურატურა გურჯანიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა, რითაც დასტურდებოდა, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა არ ეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარემ მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

13 მაისს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 58 წლის კაცი, რომელსაც პროკურატურა ძმის შვილიშვილის, 6 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდა (შემთხვევის დროს, გოგო 5 წლის იყო).

დაზარალებულის ადვოკატის შალვა მჭედლიშვილის განცხადებით, მოსამართლემ ორი არასრულწლოვანის ჩვენება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლად გამოიყენა.

„მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას მცირე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქმეში მხოლოდ ორი არასრულწლოვნის ჩვენება იყო, რასაც განაჩენის გამოსატანად ვერ გაიზიარებდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

58 წლის მამაკაცი 6 წლის გოგოს პაპის ძმაა. ისინი ამ დრომდე ერთ ეზოში ცხოვრობენ.

შემთხვევა კახეთში 2019 წლის ივნისის თვეში მოხდა.

ასევე ნახეთ: 6 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

კახეთში 6 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG