Accessibility links

სომხეთის სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს


13 მაისს სომხეთის სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს, რომელსაც საკონსტიტუციო წყობის დარღვევასა და მექრთამეობაში ედება ბრალი.

როცა გასულ კვირაში, ორთვიანი პაუზის შემდეგ, კვლავ განახლდა ქოჩარიანის სასამართლო პროცესი, მისმა ადვოკატმა და სომხეთის სამმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სასამართლოს მიმართეს პეტიციით, რომ ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

8 მაისის სხდომაზე გამოსვლისას 65 წლის ქოჩარიანმა განაცხადა, რომ ციხეში მისთვის ახალი კორონავირუსით დაავადების რისკი არსებობს მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომაროების გამო.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკანში მარტოა, ციხის პირობები მას არ აძლევს „უსაფრთხო ფიზიკური დისტანციის დაცვის“ საშუალებას.

ქოჩარიანის ადვოკატებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ წინა პეტიციებზეც უარი ეთქვათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG