Accessibility links

ტიკარაძის თქმით, არ მიუღიათ „დაშინებითი, დაძაბულობის და დაჭიმვის შექმნის მხრიდან გამოწვეული ღონისძიებები“


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ილაპარაკა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ გატარებული ზომების შესახებ.

„გავაკეთებ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რაც არის საზოგადოების მხრიდან დაძაბვასთან დაკავშირებით რეაქცია. ვინაიდან ჩემი მოსაზრებითაც, ვთვლი, რომ საზოგადოების მართვა სწორი არის, როდესაც ხდება შეგნებით და არა დაძაბვითა და დაშინებით. უფრ მეტად დეტალურად უნდა იყოს ახსნილი ყველა ის მოვლენა, რომელიც მიმდინარეობს და იმედს ვიტოვებ, რომ მეტ-ნაკლებად ჯანდაცვის სამინისტრომ მოახერხა ის, რომ ჩვენ ჩვენი გახსნილი კომუნიკაციით... ვინაიდან ჩვენი თანამშრომლები საკმაოდ ხშირად იყვნენ და სარგებლობდნენ თქვენი ეთერებით, ვახერხებდით საზოგადოების ინფორმირებულობას, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ სწორედ ის, რაც მივიღეთ და ყოველივე ეს მეტწილად უფრო იყო გათვითცნობიერებული ღონისძიებები, რომელსაც მერე ისინი [მოქალაქეები] ახორციელებდნენ, ვიდრე დავუშვათ, დაშინებითი და დაძაბულობის და დაჭიმვის შექმნის მხრიდან გამოწვეული ღონისძიებები“, - თქვა ტიკარაძემ [სტილი დაცულია].

13 მაისს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 647დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 372, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4246. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 394. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG