Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 2 პირს.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, ერთი რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტია და აფხაზეთში 12 მაისს დაბრუნდა. შტაბის განცხადებით, მეორე ინფიცირებულიც სამშობლოში ახლახან დაბრუნდა, თუმცა, საიდან არ აკონკრეტებს. ინფიცირებულები გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ ამ დროისთვის დადასტურებულია სულ 15 შემთხვევა. მათგან 2 გამოჯანმრთელებულია. 1 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG