Accessibility links

ექიმის თანახმად, ბოჭორიშვილის კლინიკაში შეყვანილი 1 ახალი პაციენტი ცხინვალიდანაა


ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით განთავსებულ პაციენტებს 1 პაციენტი დაემატა. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მამაკაცი, რომლის ასაკის 60 წელს ზემოთაა, მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა:

„როგორც ვიცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან... მისი მდგომარეობა არის საყურადღებო, მიმდინარეობს როგორც გამოკვლევები, ასევე მკურნალობა“, - უთხრა ჟურნალისტებს მაკა სოლოღაშვილმა.

მისი განმარტებით, ამ დროისათვის კოვიდ-19-ის დიაგნოზით კლინიკაში 45 პაციენტი მკურნალობს. მათგან 5-ის მდგომარეობაა საყურადღებო. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ძირითადად ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა.დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 652-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 11. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 383-ია, გარდაცვლილია 11 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG