Accessibility links

საქართველოში უქმდება სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა


საქართველოში იხსნება სამ ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედებდა.

შეზღუდვა ვრცელდებოდა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებზე.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება მიიღებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესების საფუძველზე.

ამასთან, გახარიას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ იხსნება ავტოტრანსპორტით სამი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა: „ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG