Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაცვლილ ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აწუხებდა


81 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსი გარდაიცვალა 12 აპრილიდან თსსუ პირველს საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. პაციენტი ქართულ-გერმანული კლინიკიდან შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პაციენტი 13 მაისს ღამის 22 საათზე გარდაიცვალა. მას 29 აპრილს ორჯერადად გაკეთებული ტესტირების საფუძველზე კორონავირუსი აღარ აღენიშნებოდა, მაგრამ ჰქონდა გულისა და ფილტვის მრავალი მძიმე თანმდები ქრონიკული დაავადება და სეფსისი. პაციენტი გარდაცვალებამდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

14 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით მე-12 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

კორონავირუსით საქართველოში სულ დაინფიცირდა 652 ადამიანი. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 383.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი - 79 წლის ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს გარდაიცვალა.

მეორე პაციენტი - 81 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 აპრილს გარდაიცვალა.

მესამე პაციენტი - 86 წლის ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 აპრილს გარდაიცვალა.

მეოთხე პაციენტი - 70 წლის ქალი ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 18 აპრილს გარდაიცვალა.

მეხუთე პაციენტი - 68 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 22 აპრილს გარდაიცვალა.

მეექვსე პაციენტი - 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 26 აპრილს გარდაიცვალა.

მეშვიდე პაციენტი - 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 მაისს გარდაიცვალა.

მერვე პაციენტი - 72 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 მაისს გარდაიცვალა.

მეცხრე პაციენტი - 58 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 მაისს გარდაიცვალა.

მეათე პაციენტი - 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 8 მაისს გარდაიცვალა.

მეთერთმეტე პაციენტი - 81 წლის კაცი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 11 მაისს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG