Accessibility links

ნათია თურნავა: პირველივე შესაძლებლობაზე ანაკლიის პორტზე ტენდერი გამოცხადდება


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პირველივე შესაძლების შემთხვევაში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სახელმწიფო ტენდერს გამოაცხადებს, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პოსტკოვიდ პერიოდში განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის პორტს და ნებისმიერ საპორტო ინფრასტრუქტურას, რაც იქ განვითარდება. შესაძლებელია, რომ ჩვენ როგორც კი მოგვეცემა საშუალება ტენდერს გავმართავთ, ამაზე ვმუშაობთ. რაღაც პერიოდი ჩვენ ეპიდემიამ შეგვიშალა ხელი, ისევე როგორც, ყველას მსოფლიოში, მაგრამ პირველივე შესაძლებლობაზე ჩვენ განვაახლებთ მუშაობას საფინანსო ინსტიტუტებთან და ტენდერს აუცილებლდ გავმართავთ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი სიტყვებით პოსტკორონული ვითარებაში ანაკლიას ლოგისტიკური თვალსაზრისით მეტი მნიშვნელობა ეძლევა და საქართველოსთვის ის კვლავაც მნიშვნელოვანია, როგორც სტრატეგიული პროექტი. ამასთან, მინისტრის განმარტებით ანაკლიის განვითარების კონსორციურმ ჰქონდა ძალიან კარგი შანსი და ხელისუფლების მხარდაჭერა იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში ეს პროექტი დაეწყო და დაესრულებინა,

„თან ეს ვადები შვიდჯერ გადავუწიეთ, სამწუხაროდ, ჩვენ ამ წუთებში არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვეჯერ ვენდოთ კონსორციუმს, ეს საკითხი დახურულია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

ასევე ნახეთ: ანაკლიის პორტი - "ლოგიკური დასასრული"

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მზად არის, საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG