Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 102 პირი დააჯარიმა


ბოლო დღე-ღამეში საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის პოლიციამ 102 პირი დააჯარიმა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, ყველაზე მეტი (89) პირი ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს. ჯარიმების თითქმის ერთი და იგივე რაოდენობა გამოიწერა მანქანით მგზავრთა წესების დარღვევით გადაყვანისა (7) და შეკრების წესის დარღვევისთვის (6). გამოწერილი ჯარიმების ჯამური მოცულობა 306 ათასი ლარია.

31 მარტიდან ამ დრომდე პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ჯამში 7 ათასზე მეტი ჯარიმა გამოწერა, რომელთა ჯამური თანხა 21 მლნ ლარს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG