Accessibility links

logo-print logo-print

ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას 4 თვის ჩვილის გაშვილების შესახებ


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 4 თვის ჩვილის მშობლებისთვის ჩამორთმევისა და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ გადაყვანის საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბავშვის გაშვილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სამინისტროს თანახმად, ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა, რისკების შეფასების შემდეგ, მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონის სრული დაცვით მოხდა:

„შეფასება განხორციელდა საქმეში ჩართული სოციალური მუშაკების მხრიდან, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, ბავშვის უგულებელყოფის შემცველი ფაქტები და სხვა ის გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც სპეციალისტების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების თაობაზე.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ ახალშობილის მშობლებს. ოჯახი ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამაში და სააგენტო გაძლიერებულ მონიტორინგს აწარმოებს ოჯახში დარჩენილი ორი არასრულწლოვანის მდგომარეობაზე.“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა არის უკიდურესი ზომაა, თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მნიშვნელოვანი რისკის შემცველი გარემოებები უდევს:

„ვინაიდან საქმე შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განმარტოს საქმეში არსებული დეტალები”, - ნათქვამია განცხადებაში.

​4 თვის ბარბარე აბოვიანის ოჯახში დაბრუნების მოთხოვნით, მისმა მშობლებმა და ახლობლებმა დღს, 14 მაისს საპროტესტო აქცია გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ცენტრთან.

მუცლად ყოფნის მეექვსე თვეში დაბადებული ჩვილი, 4 თვის განმავლობაში, ჰოსპიტალში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა.სააგენტოს გადაწყვეტილებით, იგი 8 მაისს, თბილისის რეფერალური ჰოსპიტლიდან მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG