Accessibility links

10 პირზე მეტის შეკრება ისევ აკრძალულია - მთავრობის განმარტება


საქართველოს მთავრობის განმარტებით, საქართველოში 10 პირზე მეტის შეკრება ისევ აკრძალული რჩება. მთავრობის პრესსამსახურმა შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ დააზუსტა, რაც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ 18 მაისიდან იხსნებოდა 3 პირზე მეტის შეკრების შეზღუდვა.

22 მაისამდე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, წესის დარღვევისთვის მოქალაქე 3 ათასი ლარით დაჯარიმდება.

საქართველოში სამი პირზე მეტის აკრძალვა 31 მარტიდან დაწესდა. მანამდე, 23 მარტიდან კი მხოლოდ 10-ზე მეტი პირის შეკრება იყო აკრძალული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG