Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მთავრობამ მოიწონა საგანგებო ვითარების 13 ივნისამდე გაგრძელების წინადადება


სომხეთის მთავრობამ მოიწონა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მოქმედი საგანგებო ვითარების 13 ივნისამდე გაგრძელების წინადადება.

მთავრობამ დღევანდელი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ „ის გარემოებები, რომელთა გამოც იქნა შემოღებული საგანგებო ვითარება, ჯერჯერობით კვლავაც სახეზეა, რასაც ადასტურებს კორონავირუსით ინფიცირების 3860 დადასტურებული შემთხვევა.“

მთავრობის ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა განიხილოს დღევანდელ სხდომაზე, მაგრამ კენჭისყრა საჭირო არ იქნება, თუკი მას მინიმუმ ერთი საპარლამენტო ფრაქცია მაინც არ შეეწინააღმდეგება.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით მკაცრი საკარანტინო ზომები კვლავაც შეიძლება იქნეს შემოღებული, თუკი ეპიდემია გაფართოვდება და გაჩნდება ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის საფრთხე.

მან ასევე თქვა, რომ ხელისუფლება განიხილავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთათვის პირბადეების სავალდებულო ტარების შემოღების საკითხს.

სომხეთში COVID-19-ით 49 ადამიანის გარდაცვალებაა აღრიცხული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG