Accessibility links

ირღვევა თუ არა თანასწორობის უფლება მხოლოდ საპატრიარქოსთვის შეღავათების დაწესებით საკონსტიტუციო იმსჯელებს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო 9 რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი, რომლითაც ისინი თავის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენებას ითხოვენ. მათი განმარტებით, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებით თანასწორობის უფლება (კონსტიტუციის მე-11 მუხლი) ირღვევა და წამგებიან მდგომარეობაში არიან.

"მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ შესადარებელი სუბიექტები, მოსაწესრიგებელი სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. მათი სტატუსი, საქმიანობა და მიზნები ანალოგიურია. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, არ არსებობს სახელმწიფოს გამოკვეთილი ინტერესი და ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა შესადარებელ სუბიექტებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას", - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარჩელის განხილვის თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის. მისი ავტორები კი საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური უნიონი, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG