Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ


შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად პასუხისმგებლობის ზომებს/სანქციებს იმ პირთა მიმართ არ გამოიყენებენ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღის განმავლობაში ან მის სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევას.

სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან მისი რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ზემოთაღნიშნული შეღავათები არ გავრცელდება”, - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG