Accessibility links

საზოგადოებრივ მაუწყებელს მასტერშეფი 1,5 მლნ ლარამდე დაუჯდა 


საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს კულინარული შოუ მასტერშეფის დამზადება და ეთერში განთავსება 1 479 477 ლარი დაუჯდა. ინფორმაცია 2019 წლის ანგარიშშია ასახული, რომელიც პარლამენტმა დღეს, 14 მაისს გამოაქვეყნა.

გასულ წელს ეთერში გადაცემის ორი სეზონი გავიდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პირველ სეზონზე შოუმ იუთუბის არხზე 58 მილიონი ნახვა დააგროვა. ამ გადაცემის დახმარებით მაუწყებელმა 195 ათას ლარამდე შემოსავალი სპონსორობის მომსახურებით მიიღო, დამატებით კი 9,5 ათას ლარამდე საბარტერო ხელშეკრულება დადო. საერთო სარეკლამო შემოსავლებიდან ცალკე არ არის გამოყოფილი ამ გადაცემაში განთავსებული რეკლამის წილი.

მასტერშეფს საზოგადოებრივ მაუწყებელს ნოვა პროდაქშენი უმზადებდა. იგივე კომპანიის გაკეთებული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი ძვირადღირებული შოუ - საქართველოს ვარსკვლავი. გადაცემა მაუწყებელს 1,1 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა. სწორედ ამ გადაცემით შეარჩია არხმა ევროვიზიის საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე წარსადგენი კანდიდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG