Accessibility links

PACE-მ გააფრთხილა აზერბაიჯანი, არ გამოიყენოს კორონავირუსის ეპიდემია ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში


PACE-მ გააფრთხილა აზერბაიჯანი, არ გამოიყენოს კორონავირუსის ეპიდემია ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

PACE-ს მეთვალყურეები იტყობინებიან, რომ 15-ზე მეტი აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი 30 დღემდე ვადით დააპატიმრეს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვების დარღვევისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. PACE შიშობს, რომ ბაქოს ციხეში პოლიტიკური ოპონენტების სიცოცხლეს შეიძლება COVID-19-ით დაავადების საფრთხე შეექმნას.

ასამბლეამ მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაიცვას აზრის გამოხატვის თავისუფლება და პანდემიასთან ბრძოლის გამო დაწესებული ზომები ბოროტად არ გამოიყენოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

სიტყვის თავისუფლების რეიტინგში, რომელსაც ადგენს ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, აზერბაიჯანი 2020 წელს 168-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის. ერთი წლის წინ ქვეყანას 166-ე ადგილი ეკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG