Accessibility links

უცხოეთიდან ბრუნდება საქართველოს კიდევ 180-ზე მეტი მოქალაქე


თბილისის აეროპორტი

დღეს საქართველოში ამსტერდამის რეისით დაბრუნდება 181 მოქალაქე. სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულ, თბილისი-ამსტერდამი-თბილისის ჩარტერულ რეისს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი შეასრულებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უმრავლესობა ტრანზიტული მგზავრია აშშ-დან, პერუდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, ყატარიდან და საფრანგეთიდან. მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, მცირეწლოვნები, ხანდაზმულები, მძიმე დაავადებების მქონე პირები და მეზღვაურები.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად, ბოლო თვეებში ავიარეისები შესრულდა ბერლინიდან, ვენიდან, ათენიდან, ლონდონიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან და პრაღიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ორგანიზებულად უკვე დაბრუნდა 11 046 მოქალაქე.

18 მაისს შესრულდება ლარნაკა-თბილისის, 20 მაისს ათენი-თბილისის და 22 მაისს რომი-თბილისის ავიარეისები.

სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადაჰყავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG