Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი განიკურნა


ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საქართველოში კიდევ 10 ადამიანით გაიზარდა.

ოფიციალური საიტის, STOPCOV.GE-ის მიხედვით, COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობამ 393-ს მიაღწია.

15 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 671 ადამიანს, გარდაცვლილია 12.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG