Accessibility links

ბოჭორიშვილის კლინიკაში 6 ახალი პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება


ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით 6 ახალი პაციენტი განთავსდა. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათგან 5 ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება, 1 კი საავადმყოფოში საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. მაკა სოლოღაშვილის თანახმად, ახალი პაციენტებიდან 3 არასრულწლოვანია, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ახალი პაციენტებიდან საყურადღებო ამ ეტაპზე არც ერთი არ არის, თუმცა როგორ განვითარდება დაავადება არ ვიცით“, - უთხრა მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 51 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 10 მოზარდია. ინფიცირებულთაგან 6-ის მდგომარეობა საყურადღებოდ ფასდება.

14 მაისს, საღამოს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 8 გეტაში და 7 მუშევანში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთი ნაწილი შიდა გავრცელების ზონად რჩება. კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 140-მდე ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით 15 მაისის დილის მონაცემებით სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 671 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელებულია 393, გარდაცვლილია 12.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG