Accessibility links

ლევან რატიანი: ვიმედოვნებთ, რომ კლინიკა 1 ივნისიდან ჩვეულ რეჟიმში გადავა


ლევან რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი იმედოვნებს, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლას კლინიკა 1 ივნისისთვის დაასრულებს და პაციენტების მომსახურებას ძველ რეჟიმში გააგრძელებს. როგორც მან მედიასთან განმარტა, დღეს სრულდება მორიგი სამედიცინო ჯგუფის 15-დღიანი სამუშაოს ვადა და ხვალიდან მათ როტაციის წესით, სხვა ჯგუფი ჩაანაცვლებს.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად არც ერთ მათგანს საბედნიეროდ არ დაუდასტურდა ინფექციის შემთხვევა და ესენი 14 დღე ისევ წავლენ, კანონის გათვალისწინებული ძალით, მკაცრ საკარანტინო პირობებში, სხვადასხვა დაწესებულებებში“, - განაცხადა ლევან რატიანმა. იგი იმედოვნებს, რომ მედპერსონალის ახალი ბრიგადა ბოლო იქნება და კოვიდთან ბრძოლას ის დაასრულებს.

ლევან რატიანის თანახმად, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ბოლო 6-7 დღის განმავლობაში ახალი პაციენტი არ მიუღია. კლინიკაში ამ დროისათვის კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევით 38 პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციაში რჩება 2 პაციენტი, რომელთაგან ერთის მდგომარეობაა მძიმე.

ქვეყნის მასშტაბით 15 მაისის დილის მონაცემებით სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 671 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელებულია 393, გარდაცვლილია 12.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG