Accessibility links

სლოვენიამ დასრულებულად გამოაცხადა ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია


სლოვენია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც 15 მაისს დასრულებულად გამოაცხადა კორონავირუსის ეპიდემია.

სააგენტო „როიტერის“ თანახმად, ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სლოვენიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში დღეში 7-ზე ნაკლები კორონავირუსის ახალი შემთხვევა რეგისტრირდებოდა.


სლოვენიამ ეპიდემია 12 მარტს გამოაცხადა. ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობაში გამოვლინდა ინფიცირების 1464 შემთხვევა, 103 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის ეპიდემიის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ, სლოვენიაში ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები აღარ იქნებიან ვალდებული გაიარონ სულ მცირე შვიდდღიანი კარანტინი, როგორც ეს იყო აპრილის დასაწყისში,

შესაბამისად, კორონავირუსის ეპიდემიის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ, მოქალაქეთა და ფირმებისათვის განკუთვნილი დახმარებები მაისის ბოლოსთვის დარულდება.

ამასთან, აუცილებელი 14-დღიანი კარანტინი ძალაში დარჩება არაევროკავშირის მოქალაქეებისათვის, გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ დიპლომატებისა და ტვირთების გადაზიდვით დაკავებული პერსონალისთვის.

მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ადამიანები კვლავ იქნებიან ვალდებული, ეკეთოთ ნიღბები და დაიცვან 1,5-ორმეტრიანი დისტანცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG