Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დააკავეს შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 38 პირი, მათ შორის, ქურთთა ერთ-ერთი ლიდერი


ვანის რეგიონი
ვანის რეგიონი

თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა 38 კაცი, მათ შორის, პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ (HDP) ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ისინი ეჭვმიტანილნი არიან 14 მაისს პროვინცია ვანში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში, რის შედეგადაც ორი კაცი დაიღუპა.

ოფიციალური ცნობით, ხუთშაბათს მომხდარი თავდასხმის სამიზნე იყო მუნიციპალური სამსახურის პერსონალი, რომელიც მეზობელი რეგიონიდან ბრუნდებოდა კარანტინით გათვალისწინებული დახმარების სამუშაოს ჩატარების შემდეგ.

თურქეთის მთავრობის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა თავდასხმაში დაადანაშაულა ქურთ მუშათა კავშირი (PKK), რომელიც 1984 წლიდან აწარმოებს შეიარაღებულ ბრძოლას თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. შეიარაღებულ კონფლიქტში 40 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ქურთ მუშათა კავშირს (PKK) ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ თურქეთი, აშშ და ევროკავშირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG