Accessibility links

ვინ როდის დაამთავრებს სკოლას - მინისტრის პასუხი


​საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლებში სწავლა სამ ეტაპად დამთავრდება. ამის შესახებ მან განათლების მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის დროს ისაუბრა.

  • მე-12 კლასი - 20 მაისი;
  • პირველი კლასი - 27 მაისი;
  • დანარჩენი კლასები - 15 ივნისი.

მინისტრის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა 20 მაისს დასრულდება, მათ ტელესკოლის საშუალებით გაკვეთილებისა და აბიტურიენტის საათის ნახვა ისევ შეეძლებათ.

კორონავირუსის გამო საქართველოში არსებული სკოლები დისტანციურ რეჟიმზე დაახლოებით 2 თვეა გადავიდნენ და მოსწავლეებს ონლაინგაკვეთილები უტარდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG