Accessibility links

ეროვნულ გამოცდებზე ერთ ოთახში მხოლოდ 10 აბიტურიენტს დაუშვებენ


ერთადერთ, რაც შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ გამოცდებზე, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოსკენ გადატანა, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია, - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების სფეროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას.

რაც შეეხება გამოცდების ჩატარების ტექნიკურ მხარეს, მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ზედმიწევნით იქნება დაცული მიწოდებული პროტოკოლი.

"მაგალითად, ერთ სივრცეში, ერთ ოთახში, გამოცდების ჩატარების დროს არა უმეტეს 10 აბიტურიენტისა არ იქნება ერთ სივრცეში მოთავსებული", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

2019-2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG