Accessibility links

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ არ გაგრძელდება - გიორგი გახარია


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ 22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობის გასაგრძელებლად პრეზიდენტს აღარ მიმართავს. ამის შესახებ მან მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს თქვა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები სრულად და ერთიანად მოიხსნება.

გახარია პარლამენტისთვის მიმართვას აპირებს, რათა დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შესაძლებელი იქნება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, 22 აპრილს კი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის პრეზიდენტის დეკრეტით 3 ათასი ლარის მოცულობის ჯარიმაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG