Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: მზად ვართ პარლამენტს ვეახლოთ და წარვუდგინოთ ანგარიში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, მათ შორის, საინტერესო და სამართლიანი. ამის შესახებ მან მას შემდეგ თქვა, რაც დააანონსა, რომ პრეზიდენტს 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თხოვნით აღარ მიმართავდა.

„მე და მთავრობის თითოეული წევრი მზად ვართ, როცა პარლამენტი ჩათვლის საჭიროდ, ვეახლოთ პარლამენტს და წარვუდგინოთ ის დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანაგებო მდგომარეობის დროს“, - თქვა გახარიამ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, 22 აპრილს კი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. სწორედ იმ მოტივით, რომ მთავრობამ ანგარიში არ წარადგინა, ოპოზიციურმა პარტიებმა ვადის გაზრდას მხარი არ დაუჭირეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG