Accessibility links

სოფელ თერგვისში კიდევ 1 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა


კორონავირუსი დაუდასტურდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისის კიდევ ერთ მკვიდრს. ინფიციცირებული 30 წლის ქალია. ინფორმაციას გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარი გიუნაშვილი ადასტურებს.

ინფიცირებული ქალი გორის ჰოსპიტლის იმ მედდის ნათესავია, რომელსაც ვირუსი 29 აპრილს დაუდასტურდა.

ექთანს COVID-19-ის დიაგნოზი 29 აპრილს დაუსვეს. მეორე დღეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა მის ორ შვილს და კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს.

ქვეყნის მასშტაბით 15 მაისის მონაცემებით სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 671 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელებულია 393, გარდაცვლილია 12.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG