Accessibility links

ფართოდ დაიგმო კათოლიკური ეკლესიის განზრახვა, ჩაატაროს სარაევოში პრონაცისტური კოლაბორაციონისტების ხსოვნის მესა


პოლიცია სარაევოს კათოლიკური ტაძრის წინ

ბოსნიისა და ხორვატიის კათოლიკური ეკლესიები მიუხედავად ფართოდ დაგმობისა, სარაევოში გეგმავენ ჩაატარონ 16 მაისს ხორვატიის პრონაცისტური კოლაბორაციონისტების და სამოქალაქო პირების ხსოვნის საჯარო მესა. საქმე ეხება მათ, ვინც კომუნისტმა პარტიზანებმა დახოცეს მეორე მსოფლიო ომის ბოლოს.

ხსოვნის შეხვედრა ჩვეულებრივ იმართება ხოლმე ავსტრიის ქალაქ ბლაიბურგში, მაგრამ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ის გაუქმდა. ბოსნიის და ხორვატიის კათოლიკურმა ეკლესიებმა გადაწყვიტეს, ორგანიზება გაუწიონ შეხვედრას ხორვატიის პარალმენტის მფარველობის ქვეშ.

ხორვატიის საკანონმდებლო ორგანომ 2016 წელს აღადგინა ამ პირების ხსოვნის სახელმწიფო მფარველობა მას შემდეგ, რაც მოხდა ნაცისტების მოკავშირე უსტაშას რეჟიმის რეაბილიტიცია.

სარაევის საკათედრო ტაძარში მესას ჩაატარებს სარაევოს მთავარეპისკოპოსი ვინკო პულიიჩი. ბოსნიის კოლექტიური მმართველობის სამივე პრეზიდენტმა, ასევე პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სერბიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ებრაელთა ლიდერებმა და აშშ-ის და ისრაელის საელჩოებმა დაგმეს დაგეგმილი შეხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG