Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: როგორც კი რურუასაც გაათავისუფლებენ ვიტყვით, რომ შეთანხმება შესრულდა


ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიესალმება პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. მისივე თქმით, ხელისუფლებასთან დადებულ შეთანხმებას შესრულებულად ჩათვლიან, როცა გიორგი რურუასაც გაათავისუფლებენ.

"ეს არის ნორმალური ვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. როგორც კი გიორგი რურუასაც გაათავისუფლებენ, ჩვენ ვიტყვით, რომ შეთანხმება შესრულდა", - ამბობს ბოკერია და განაგრძობს: "ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი და არა მისი ანატომიის ანალიზი ამ მომენტში. ჩვენ გვინდა ამ პროცესის დასრულება, გიორგი რურუას გამოშვება ციხიდან და ამით დასრულდება ძალიან სარისკო პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის".

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს იწყალებს. მათ და გიორგი რურუას ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ, 8 მარტის შეთანხმებით, მათი გათავისუფლების პირობა დადო.

შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა, რადგან ერთ-ერთი მიზეზით, პრეზიდენტს მხოლოდ მსჯავრდებული პირების შეწყალება შეუძლია. რურუას სასამართლო პროცესები კი ჯერ არ დასრულებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG