Accessibility links

კობახიძე უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე: გვესმის, რომ კრიმინალის შეწყალება პრეზიდენტის უფლება-მოსილებაა


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "კრიმინალის შეწყალება პრეზიდენტის უფლება-მოსილებაა". ამის შესახებ მან ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შემდეგ ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.

"შესაძლოა მას, რეალურად, მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურების აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლიტიზირებას განაპირიბებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რაიმე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ხშირად მიგვიღია უცხოეთიდან მათი დასაცავი წერილები უცხოეთიდან, თუმცა ამას ხელი არ შეუძლია იმაში, რომ მათი ნაწილი ციხეში ზის, ნაწილი კი გაქცეულია", - თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, შეწყალების საკითხზე პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და ბრიფინგიდან გაიგეს გადაწყვეტილების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს იწყალებს. მათ და გიორგი რურუას ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათი 8 მარტის შეთანხმებით მათი გათავისუფლების პირობა დადო.​

შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა, რადგან ერთ-ერთი მიზეზით, პრეზიდენტს მხოლოდ მსჯავრდებული პირების შეწყალება შეუძლია. რურუას სასამართლო პროცესები კი ჯერ არ დასრულებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG