Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა ციხიდან გამოვიდა


გიგი უგულავამ ციხე დატოვა. რამდენიმე წუთია, რაც მან რუსთავის პენიტენციური სამსახურის შენობა დატოვა.

"არ არსებობს სანახევრო ფეხმძიმობა, სანახევრო ხელშეკრულება. ჩვენ დახლზე არ ვართ და ოცნებას არ ვევაჭრებით", - თქვა უგულავამ და დააანონსა, რომ მათი პარტია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ გიორგი რურუა ციხეში დარჩება.

მან პრეზიდენტს "ლანძღვის მიუხედავად" მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილ მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილ მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მათ და გიორგი რურუას ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათი 8 მარტის შეთანხმებით მათი გათავისუფლების პირობა დადო.

შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა, რადგან ერთ-ერთი მიზეზით, პრეზიდენტს მხოლოდ მსჯავრდებული პირების შეწყალება შეუძლია. რურუას სასამართლო პროცესები კი ჯერ არ დასრულებულა.

ამავე თემაზე: ირაკლი ოქრუაშვილიც თავისუფალია

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG