Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილიც თავისუფალია


ირაკლი ოქრუაშვილმა გიგი უგულავას მსგავსად ციხე დატოვა. როგორც მან თქვა, მხოლოდ "პატარა კომენტარს გააკეთებდა".

"ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ ბევრ ოპოზიციონერს გაუშვებდა ციხეში და ესეც ვერ შეასრულა... მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა 8 მარტის ხელშეკრულების შედგენაში", - თქვა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს.

პრეზიდენტმა უგულავა დაახლოებით 2 საათის წინ შეიწყალა.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილ მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილ მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მათ და გიორგი რურუას ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათი 8 მარტის შეთანხმებით მათი გათავისუფლების პირობა დადო.

შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა, რადგან ერთ-ერთი მიზეზით, პრეზიდენტს მხოლოდ მსჯავრდებული პირების შეწყალება შეუძლია. რურუას სასამართლო პროცესები კი ჯერ არ დასრულებულა.

ამავე თემაზე: გიგი უგულავა ციხიდან გამოვიდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG