Accessibility links

ტრამპი ენდობა ვირუსის ტესტირებას თეთრ სახლში მიუხედავად მცდარი შედეგებისა


აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 15 მაისს არ გამოუხატავს შეშფოთება კორონავირუსზეს წრაფი ტესტირების ფორმის თაობაზე, რომელსაც თეთრი სახლი იყენებს პრეზიდენტის უსაფრთხოების გამო მიუხედავად იმისა, რომ ახალი მონაცემებით, ეს ტესტი უარყოფითი შედეგების ზედმეტად დიდ რაოდენობას იძლევა. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა სააგენტო ასოშიეიტედ პრესმა.

სააგენტო იტყობინება, რომ ტრამპმა აბოტის ლაბორატორიის მიმართ თავისი ნდობა გამოხატა, თუმცა ნიუ-იორკი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა წინასწარმა კვლევამ პრობლემები გამოავლინა ამ ტესტის გარშემო. ტრამპმა და მისმა თანამშრომლებმა ტესტი დადებითად შეაფასეს.

სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის სამსახურმა 14 მაისს გვიან გამოაცხადა, რომ სწავლობს ამ ტესტის მოქმედების შესახებ წინასწარ მონაცემებს, რომელთა ვარაუდით, აბოტის ტესტს შეიძლება გაეპაროს COVID-19-ის შემთხვევა, რადგან არასწორად შეაფასოს ინფიცირებული პაციენტები.

„აბოტის ტესტი შესანიშნავი ტესტია, ძალიან სწრაფი ტესტი, განაცხადა ტრამპმა შეხვედრაზე თეთრს სახლში, „როუზ გარდენში“, სადაც მისი ადმინისტრაციის მცდელობებზე უნდა ესაუბრათ, ვირუსის ვაქცინის შექმნის მიმართულებით. ტრამპს თქმით, „ამასთან, ყოველთვის შეიძლება ხელმეორედ შემოწმება“.

ამ ტესტს ყოველდღიურად იყენებენ თეთრს სახლში დონალდ ტრამპის, მისი გუნდის მთავარი წევრების, ასევე თეთრის სახლის ნებისმიერი ისეთი სტუმრის მიმართ, რომელიც უშუალო სიახლოვეში იქნება პრეზიდენტთან, ასევე ვიცეპრეზიდენტ, მაიკ პომპეოსთან.

„საქმის არსს უნდა ჩავწვდეთ, თუმცა გვჯერა ჯერ კიდევ ამ ტესტისა, სხვა მხრივ მას ბაზაროზე ვერ მოვიპოვებდით“ განაცხადა ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების მინისტრმა, ალექს აზარმა.

აბოტმა კვლევის წინასწარი შედეგი უარყო და განაცხადა, რომ მკვლევრებმა ტესტი „გამოიყენეს იმგვარად, რისთვისაც ის არ არის შექმნილი“.

15 მაისს თეთრი სახლის ოფიციალური პირები განაგრძობდნენ აბოტის ტესტის გამოყენებას. თეთრ სახლში მისულ რეპორტიორებს ასევე ჩაუტარეს ტესტირება, სანამ „როუზ გარდენში“ შეხვედრა დაიწყებოდა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის ოფიციალური პირები და მისი უშუალო თანამშრომლები, რომელთაგან ყველას არ ეკეთა პირბადე, ასევე შეამოწმეს 15 მაისს. ტრამპს, რომელსაც არ ეკეთა პირბადე, ჰკითხეს, რატომ არ ატარებდა ნიღაბს. „ტესტი ჩავიტარე, ყველამ გაიარა ტესტირება, ერთმანეთთან დაშორებული ვართ და ამასთან, გარეთ ვართ", განაცხადა პრეზიდენტმა და განმარტა: „მე ვუთხარი მათ, მე მივეცი არჩევანის საშუალება, სურდათ ჰქონებოდათ ნიღბები თუ არა“, განაცხადა ტრამპმა, იტყობინება ასოშიეიტედ პრესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG