Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთიდან სამშობლოში საქართველოს კიდევ 180 მოქალაქე დაბრუნდა 


საქართველოში ამსტერდამის რეისით 180 მოქალაქე დაბრუნდა. სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული, თბილისი-ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავმა შეასრულა.

ჩამოსულთა უმრავლესობა ტრანზიტული მგზავრია აშშ-დან, პერუდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, კატარიდან და საფრანგეთიდან. მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, მცირეწლოვნები, ხანდაზმულები, მძიმე დაავადებების მქონე პირები და მეზღვაურები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში უცხოეთიდან საქართველოში ორგანიზებულად უკვე დაბრუნდა 11 000-ზე მეტი მოქალაქე.

ბოლო თვეებში ავიარეისები შესრულდა ბერლინიდან, ვენიდან, ათენიდან, ლონდონიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან და პრაღიდან.

18 მაისს შესრულდება ლარნაკა-თბილისის, 20 მაისს ათენი-თბილისის და 22 მაისს რომი-თბილისის ავიარეისები.

სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადაჰყავთ.

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცეები 84 სასტუმროშია მოწყობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG