Accessibility links

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 93 პირი დაჯარიმდა


გასული დღე-ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 93 ფაქტი გამოავლინა. მათგან მოქალაქეთა უმრავლესობა კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდა. კერძოდ:

გამოვლენილია კომენდანტის საათის დარღვევის 84 ფაქტი, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის 8 ფაქტი და თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ფაქტი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარით ჯარიმდება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტის 21:00 საათიდან კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

31 მარტიდან ამ დრომდე პოლიციის მიერ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ჯამური თანხა 21 მლნ ლარს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG