Accessibility links

18 მაისიდან აღდგება ავტომანქანის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები


შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან COVID-19-ით შეზღუდული სერვისების განახლებას იწყებს და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები:

„იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.

ამასთანავე აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:

  • სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდები;
  • ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მომსახურების სააგენტოს თანახმად, ამ სერვისების მისაღებად ამ ეტაპზე განაცხადის მიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან ხდება.

მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG