Accessibility links

სახმელეთო გზით აზერბაიჯანიდან საქართველოში 50 ადამიანი დაბრუნდა


15 მაისს სახმელეთო გზით აზერბაიჯანიდან სამშობლოში 50 ადამიანი დაბრუნდა, - საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში არიან არასრულწლოვანი, ასაკოვანი, ფეხმძიმე, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და საელჩოს მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფილი პირები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ასევე 15 მაისს უნგრეთში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო ხორვატიის რესპუბლიკიდან უნგრეთის ტერიტორიაზე საქართველოს 6 მოქალაქის გადაყვანა.

სამინისტროს ცნობით, ისინი დღეს უნგრეთში მყოფ საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად, ბუდაპეშტიდან (მინსკის გავლით) ერევანში გაემგზავრებიან, საიდანაც, სამშობლოში მათ ორგანიზებულ დაბრუნებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ .

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 15 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11,046 მოქალაქე. მათ შორის ბოლო ავიარეისი ამსტერდამიდან განხორციელდა და მან სამშობლოში 180 მოქალაქე ჩამოიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG