Accessibility links

17 მაისს სასულიერო პირები ქალაქს მანქანებით შემოივლიან და ნაკურთხ წყალს აპკურებენ


არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ ხვალ, 17 მაისს სასულიერო პირები ქალაქს მანქანებით შემოივლიან და ნაკურთხ წყალს აპკურებენ. ამის შესახებ ის TV პირველს ესაუბრა.

"17 მაისს ხატი შემობრძანდებოდა ხოლმე თბილისში და ხალხთან ერთად იმართებოდა ხოლმე მსვლელობა. წელს მსვლელობა ვერ იქნება... ხვალ რამდენიმე მაქანა სასულიერო პირებთან ერთად მოივლის ქალაქს, ნაკურთხ წყალს ასხურებს და ასე მიულოცავენ ხალხს ამ დღესასწაულს, ოჯახის დაცვის სიწმინდის დღეს", - აღნიშნა მან.

ხვალ, 17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს საპატრიარქომ სწორედ ამ დღეს ახალი დღესასწაული, ოჯახის სიწმინდის დღე დააწესა.

წელს ეს დღე საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა. შესაბამისად, აკრძალულია ყველა სახის შეკრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG