Accessibility links

ბუნდესლიგა ევროპის პირველი უმაღლესი საფეხბურთო ლიგაა, რომელიც დღეს განაახლებს თამაშებს


გერმანიის ბუნდესლიგა ევროპის პირველი უმაღლესი საფეხბურთო ლიგაა, რომელიც კვირას კვლავ განაახლებს თამაშებს. გატარებულ იქნება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მკაცრი ზომები. თამაშები გაიმართება თითქმის ცარიელ სტადიონებზე. მატჩზე დაიშვება მხოლოდ 200-მდე ადამიანი, მათ შორის ექიმები, დაცვა, ჰიგიენის სფეროს მუშაკები და მედიის ზოგიერთი თანამშრომელი.

მოთამაშეების გარდა ყველასთვის სავალდებულოა პირბადეების ტარება. რეკომენდებულია ასევე, თავი აარიდონ გადაფურთხებას, საერთო ბოთლებიდან წყლის დალევას და გოლების შემდეგ რაიმე სახის ზეიმს.

ამოქმედდება გერმანიის მეორე დივიზიაც, თუმცა არ ითამაშებს დრეზდენის „დინამო“, ვინაიდან გუნდი კარანტინში მოათავსეს მას შემდეგ, რაც ორ მოთამაშეს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

როგორც მოელიან, საფეხბურთო ტურნირებში ორთვიანი შესვენების შემდეგ, ბუნდესლიგის მატჩებს მილიარდამდე ადამიანი უყურებს ტელევიზიით.

ევროპაში მხოლოდ ბელარუსმა არ შეაჩერა საფეხბურთო ტურნირი და გულშემატკივრები სტადიონებზე დაიშვებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG