Accessibility links

რატი იონათამიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს


რატი იონათამიშვილი

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად წარმატებით განხორციელდება. მან ოპოზიციას მოუწოდა, დაიცვან 8 მარტის შეთანხმების პირველი ნაწილი და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს:

„მოვუწოდებ და ვურჩევ მათ, რომ დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, თორემ ამ ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად იქნება განხორციელებული“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. მისი შეფასებით, თუ რომელიმე პარტია „იკადრებს“ და მხარს არ დაუჭერს ცვლილებებს, ეს მათი რეპუტაციისთვის იქნება დამაზიანებელი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე:

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ - ნუ გველაპარაკება ევროპულ სტანდარტებზე ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. პრეზიდენტმა ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებას ასევე ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები. საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობად ამჯერად ისინი შეთანხების სრულად შესრულებას ასახელებენ. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წინასწარ პატიმრობაშია და მისი სასამართლო პროცესი არ დასრულებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG