Accessibility links

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მეტ ორგანიზაციაზე გაავრცელა კიევის მიერ დაწესებული სანქციები


ერმიტაჟის შენობა სანქტ-პეტერბურგში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფართოვა რუსეთის იმ ორგანიზაციების სია, რომელთა მიმართ კიევმა სანქციები დააწესა. კერძოდ, ზელენსკიმ სიაში შეიყვანა რიგი კულტურული დაწესებულებებისა. სამწლიანი სანქციები დაუწესდა რუსეთის ზოგიერთ მუზეუმს, უნივერსიტეტს, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციას. სია გამოქვეყნებულია უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტზე.

სიაში მოხვდნენ სახელმწიფო ერმიტაჟი, მოსკოვის პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რიგი ინსტიტუტებისა, თათრეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია.

აიკრძალა მათთან კულტურული გაცვლა და სამეცნიერო თანამშრომლობა, უნდა შეწყდეს ოფიციალური ვიზიტები, უკრაინაში მათი აქტივები უნდა დაიბლოკოს.

სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ზოგიერთი დაწესებულება. სია გაფართოვდა ასევე რუსეთის რიგი მედიასაშუალების ხარჯზეც, რომლებიც ყირიმის ტერიტორიაზე მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG