Accessibility links

ვერხოვნა რადის სპიკერის თქმით, კიევს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ყირიმზე კონტროლის აღდგენა


დმიტრო რაზუმკოვი

უკრაინის პარლამენტის სპიკერის, დმიტრო რაზუმკოვის თქმით, ყირიმზე კონტროლის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა არის ნაწილი „რთული და ნელი პროცესისა“, რომლის გადაჭრა უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

რაზუმკოვმა ეს განცხადება გააკეთა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომელიც 16 მაისს გამოქვეყნდა.

მოსკოვმა 2014 წელს უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსირება მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა კონტროლი დააწესეს ნახევარკუნძულის სტრატეგიულ ობიექტებზე და მოაწყვეს რეფერენდუმი, რომელიც არ აღიარა მსოფლიო თანამეგობრობამ.

ამის შემდეგ, მალე რუსეთმა დაიწყო სეპარატისტების მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინის ორ რეგიონში, დონეცკსა და ლუგანსკში.

გაეროსა და უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დღემდე დაიღუპა 13 ათასამდე ადამიანი, ათიათასობით დაიჭრა, მილიონზე მეტი იძულებული შეიქნა, მიეტოვებინა სახლ-კარი.

დასავლეთმა ყირიმის ხელში ჩაგდებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა რუსეთს.

მოსკოვი უარყოფს სეპარატისტების იარაღითა და ფინანსებით მომარაგებას, მიუხედავად ამის დამადასტურებელი სულ უფრო და უფრო მეტი ფაქტისა.

რაზუმკოვმა განაცხადა, რომ კიევი უარს არ იტყვის მცდელობებზე, კვლავ დაუბრუნოს უკრაინის კონტროლს ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის ის ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად სეპარატისტების ხელშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG