Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში სოციალურ დისტანცირებას აპროტესტებენ


ასობით გერმანელმა მოაწყო საპროტესტო აქციები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული აკრძალვების წინააღმდეგ. გერმანიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი მეზობელი ქვეყნების უმრავლესობაში და საკარანტინო ზომების ნაწილი ეტაპობრივად შეამსუბუქეს. მაგრამ უკვე ზედიზედ მეორე კვირის ბოლოა, იმართება აქციები სოციალური დისტანცირების ზომების წინააღმდეგ.

16 მაისს ბერლინში ათასამდე პოლიციელი აკონტროლებდა პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვების შესრულებას.

მიუნხენში ორგანიზატორებმა ხელისუფლებისგან მოითხოვეს ნებართვა ქალაქის ცენტრში ათიათასკაციანი დემონსტრაციის ჩასატარებლად. შტუტგარტში, ერთი კვირის წინ ხალხმა უარი თქვა სოციალური დისტანცირების დაცვაზე და პირბადეების ხმარებაზე, პოლიცია ამ კვირის ბოლოსაც მოელის 5000-მდე ადამიანის გამოსვლას ქუჩებში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG